Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრიაშვილი: რასმუსენმა უაღრესად წარმატებული უწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს


სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილი, „ფეისბუქით“ ავრცელებს ცნობას, რომ ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ნატოს გენერალურმა მდივანმა უაღრესად წარმატებული უწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მადლიერება გამოხატა საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები აუცილებლად აისახება ხელშესახები პროგრესით ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებში. პეტრიაშვილი, რომელიც თავადაც ბრატისლავაში იმყოფება, წერს, რომ მომდევნო სესიაზე იგივე დაადასტურეს რამდენიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა.
XS
SM
MD
LG