Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი მოსკოვს მოუწოდებს უკრაინას ჩაატარებინოს კენჭისყრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი რუსეთს მოუწოდებს არ ჩაერიოს უკრაინაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს კიდევ უფრო მეტად მიზანმიმართული ეკონომიკური სანქციები ემუქრება. კერი ამ განცხადებით ლონდონში გამოვიდა, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, შეტყობინება, რომელსაც რუსეთს უგზავნიან, არის „,მიეცი უკრაინას არჩევნების ჩატარების საშუალება“. კერის თქმით, ის და მისი ევროპელი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ თუ კრემლი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელის შეშლას შეეცდება, რუსეთს ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს, რომლებიც კონკრეტულ სექტორებს ამოიღებს მიზანში - მათ შორის შესაძლოა გაზის და სხვა მსხვილ სექტორებს.
XS
SM
MD
LG