Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატასტროფის ადგილი თურქეთის პრეზიდენტმა მოინახულა


თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გიულმა მოინახულა მაღაროში მომხდარი მასშტაბური კატასტროფის ადგილი. ავარიას სულ მცირე 282 ადამიანი შეეწირა. თურქეთის ისტორიაში ეს ყველაზე მძიმე სამრეწველო კატასტროფაა. გიული დასავლეთის ქალაქ სომას 15 მაისს ესტუმრა, მაშინ, როცა მაშველებმა კიდევ რვა მაღაროელის გვამი ამოიტანეს. 13 მაისის კატასტროფის შემდეგ 120 ადამიანზე მეტი კვლავ დაკარგულად ითვლება. თურქეთში სამდღიანი გლოვა დაიწყო, დასაფლავების ცერემონიებს ათასობით ადამიანი ესწრება. კატასტროფამ ბიძგი მისცა საპროტესტო გამოსვლებს. დასავლეთის ქალაქ იზმირში პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა 20,000-მდე დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც მთავრობის მიმართ გამოხატავდნენ სიბრაზეს ავარიის გამო. თურქეთის ყველაზე მსხვილმა პროფესიულმა კავშირმა ტრაგედიის გასაპროტესტებლად გაფიცვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG