Accessibility links

logo-print
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია „RMG Gold“-მა დადებითი დასკვნა მიიღო საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამთო სამუშაოების განსახორციელებლად. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ასევე სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს მთავრობის უარი, განეხილა მისი ადმინისტრაციული საჩივარი. ასოციაციამ მთავრობას 2014 წლის 11 აპრილს მიმართა და კულტურის მინისტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG