Accessibility links

ავღანურმა ჰეროინმა რუსეთში 500 ათასი კაცი იმსხვერპლა


რუსეთის ფედერაციის ნარკოტიკების კონტროლის სააგენტოს დირექტორის თანახმად ავღანური ჰეროინის მოხმარების შედეგად 13 წლის განმავლობაში რუსეთში დაახლოებით 500 ათასი ადამიანი მოკვდა. ვიქტორ ივანოვმა ამის თაობაზე მოსკოვში 15 მაისს ჩატარებულ საერთაშორისო ანტინარკოტიკულ კონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, 2001 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ინტერვენციის შემდეგ, ევრაზიაში ავღანური ჰეროინის შედეგად დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. ივანოვის თანახმად, ავღანეთიდან „ჰეროინის ინტენსიური ტრანზიტი“, რაც წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს უდრის, რეგიონში არასტაბილურობასა და ძალადობას უწყობს ხელს. ივანოვმა გააკრიტიკა აშშ და ნატო, რომლებიც რუსი მაღალჩინოსნის თქმით, არასაკმარისად ებრძვიან ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდას ავღანეთში.
XS
SM
MD
LG