Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანის მრჩეველმა დაარტყა აქციის მონაწილეს


თურქეთის მედიით გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია როგორ ურტყამს საპროტესტო აქციის მონაწილეს პრემიერ-მინისტრ ერდოანის მრჩეველი, საზოგადოების ძლიერი აღშფოთება გამოიწვია. მედიით გავრცელდა აგრეთვე ცალკეული კადრი, რომელზეც შესაძლებელია ერდოანის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ იუსუფ იერკელის ამოცნობა. ინციდენტი მოხდა 14 მაისს, ერდოანის ვიზიტის დროს სომაში, სადაც მაღაროში აფეთქებას სულ ცოტა 283 ადამიანი ემსხვერპლა. იმ დროს ხალხმა პროტესტი გამოხატა პრემიერ-მინისტრის მიმართ და მოხდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. თურქეთის ლიდერი იძულებული გახდა სუპერ-მარკეტისთვის შეეფარებინა თავი. იუსუფ იერკელმა 15 მაისს სინანული გამოთქვა თავისი საქციელის გამო და აღნიშნა, რომ მისი პროვოცირება მოხდა.
XS
SM
MD
LG