Accessibility links

უკრაინაში არჩევნებს ეუთოს ათასამდე მეთვალყურე დააკვირდება


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ვარაუდით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს წევრი ქვეყნების ათასამდე მეთვალყურე დააკვირდება. ამის შესახებ „იტარ-ტასს“ განუცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში 100-ზე მეტი გრძელვადიანი დამკვირვებელი იმუშავებს. ზანიერს სააგენტოსთვის განუცხადებია, რომ რერსურსი არ ჰყოფნით ანგარიშების მოსამზადებლად და სხვადასხვა ქალაქში ადამიანების გასაგზავნად. ზანიერის განცხადებით, აუცილებელია - ეუთოს ჯგუფები იყვნენ ყველგან და საკუთარი თვალით ნანახზე და არა სხვის მონათხრობზე დაყრდნობით მოამზადონ ანგარიშები უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადებია ეუთოს გენერალურ მდივანს.
XS
SM
MD
LG