Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ სენატორებს სურთ თანამშრომლობის აკრძალვა "როსობორონექსპორტთან"


ხუთშაბათს სამმა ამერიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ მოამზადეს კანონ-პროექტი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსობორონექსპორტთან“ კონტრაქტებისთვის ამერიკული ფონდების გამოყენების აკრძალვის შესახებ. კანონპროექტი - „2014 წლიდან რუსულ შეიარაღებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ“ „მოითხოვს“ დაუყოვნებლივ შეწყდეს არსებული შეთანხმებები რუსეთის კომპანიასთან და აიკრძალოს აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულის გამოყენება „როსობორონექსპორტთან“ კონტრაქტებისთვის. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი სენატორები თვლიან, რომ უნდა აირკძალოს აგრეთვე კონტრაქტის დადება ნებისმიერ კომპანიასთან - ამერიკულთან თუ უცხოურთან, რომელიც თანამშრომლობს „როსობორონექსპორტთან“ სამხედრო ტექნიკის პროექტირებაში, წარმოებასა და გაყიდვაში. სენატორების ინიციატივა უკავშირდება რუსეთის როლს უკრაინის კრიზისში. კანონპროექტის ავტორებს არ აკმაყოფილებთ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის რეაქცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. აშშ-ის თავდაცვის უწყება „როსობორონექსპორტთან“ მილიარდ 100 მილიონი დოლარის კონტრაქტის საფუძველზე ყიდულობს ვერტმფრენებს ავღანეთისთვის. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა დენ კოუტსმა განაცხადა, რომ „როსობორონექსპორტი“ იარაღს აწვდის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსაც. რუსეთის იარაღის კომპანიასთან თანამშრომლობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ავტორები არიან აგრეთვე სენატორები - ჯონ კორნინი, ტეხასიდან და რიჩარდ ბლუმენტალი, კონექტიკუტიდან.
XS
SM
MD
LG