Accessibility links

logo-print

მოსკოვის პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა ეთნიკური დაპირისპირების გამო


პოლიციამ მოსკოვთან ახლოს პუშკინოში 15 მაისს დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებიც ანტიემიგრანტულ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ და იმ უზბეკი მამაკაცის დასჯას მოითხოვდნენ, რომელიც ადგილობრივის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. რამდენიმე დემონსტრანტმა დაარბია სავაჭრო ჯიხურები და სცემა ავტობუსის მძღოლი. ყველა დაკავებული პოლიციიდან მოგვიანებით გაანთავისუფლეს. ანალოგიურ ანტიეთნიკურ გამოსვლებსა და ძალადობას ჰქონდა ადგილი მოსკოვში 2010 წლის ოქტომბერში, როდესაც რუს კაცის მკვლელობაში კავკასიიდან გამოსული ემიგრანტები დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG