Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო მორწმუნეებს მშვიდობიანი მიტინგისკენ მოუწოდებს


საქართველოს საპატრიარქო მორწმუნეებს მოუწოდებს 17 მაისისათვის დაგეგმილი მსვლელობები მხოლოდ ლოცვით და მშვიდობიანად წარიმართოს, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ მიმართვაში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ გამოცხადდა. ამასთან საპატრიარქო საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებლად მიიჩნევს „არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებას“. საქართველოში ცოტა ხნის წინ მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან დიდი დაპირისპირება მოჰყვა საქართველოს პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას. მოგვიანებით კი საპატრიარქომ პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ ასეთ სერიოზულ თემაზე ”ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის”
XS
SM
MD
LG