Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ლგბტ აქტივისტების მსვლელობის ადგილი გასაიდუმლოებულია


მოლდავეთში ლგბტ აქტივისტები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ინტერსებიდან გამომდინარე საიდუმლოდ ინახავენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დემონსტრაციის ადგილს კიშინიოვში. 17 მაისს დაგეგმილი და ხელისუფლებასთან შეთანხმებული მსვლელობა ლგბტ ფესტივალის „ცისარტყელა დნეპრის თავზე“ ფარგლებში ტარდება. მოლდავეთში გასულ წელს პირველად ჩატარდა გეი-საზოგადოების წარმომადგენელთა ორი მსვლელობა. მსგავსი ღონისძიების გამართვის წინა მცდელობები ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მართლმადიდებელი ეკლესის წარმომადგენლებმა აღკვეთეს.
XS
SM
MD
LG