Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბა კაზრეთში გაიმართება კომპანია RMG-ს თანამშრომელთა საპროტესტო აქცია


დღეს დაბა კაზრეთში გაიმართება კომპანია RMG-ს თანამშრომელთა საპროტესტო აქცია. პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, საბოლოოდ გაირკვეს საყდრისი-ყაჩაღიანის რეალური სტატუსი და თუ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდება, კომპანიას აეკრძალოს სამუშაოების გაგრძელება და მთავრობამ წარმოადგინოს თანამშრომელთა დასაქმების ალტერნატიული პროგრამა. „ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ობიექტს არ მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სასწრაფოდ აღდგეს საწარმოო სიმძლავრეები და მთავრობამ პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა უზრუნველყოს“ - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში. დღეს 14 საათზე თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საპროტესტო აქციას გეგმავს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი.
XS
SM
MD
LG