Accessibility links

logo-print

კენიაში მომხდარმა აფეთქებამ 10 ადამიანი შეიწირა


კენიის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა ორი აფეთქების შედეგად დედაქალქ ნაირობის ერთ-ერთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში. პოლიციის ინფორმაციით, პირველი აფეთქება მინი ავტობუსში მოხდა, მეორე კი გიკომბას სავაჭრო ცენტრში. სხვა დეტალები უცნობია. აფეთქების ფონია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოცემული ახალი გაფრთხილება, რომელიც მოგზაურობის მსურველებს მოუწოდებს ტერორისტული საფრხის გამო თავის შეიკავონ კენიაში მოგზაურობისაგან.
XS
SM
MD
LG