Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელმა სეპარატისტებმა პრემიერ-მინისტრი აირჩიეს


თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ბოროდაი აირჩიეს. ამის თაობაზე გადაწყვეტილება 16 მაისს თვითგამოცხადებულმა დონეცკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. უკრაინული მედიის თანახმად, ბოროდაი რუსეთის მოქალაქეა. პარალელურად დაამტკიცეს ვიცე-პრემიერი, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები. თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ კი დენის პუშილინი აირჩიეს. მანამდე თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მთავრობამ მოუწოდა უკრაინელ ოლიგარქ რინატ ახმეტოვს, რათა რესპუბლიკის ბიუჯეტში გადარიცხოს ის თანხები, რასაც დონეცკის ტერიტორიაზე მდებარე მისი სამრეწველო ჯგუფი „მეტინვესტი“ ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის. რინატ ახმეტოვმა დონეცკის სეპარატისტული ხელისუფლების მოთხოვნის პასუხად განაცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს არალეგიტიმური სახელმწიფო წარმონაქმნის დაფინანსებას.
XS
SM
MD
LG