Accessibility links

logo-print

პარლამენტმა კენჭი ვერ უყარა ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ ცვლილებებს


საქართველოს პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო კენჭი ვერ უყარა ფარული თვალთვალისა და მიყურადების თაობაზე 5 კანონში შესატან ცვლილებებს. ინერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, პარლამენტის სხდომის თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ რეგისტრაცია სამჯერ გამოაცხადა, თუმცა 76 დეპუტატს რეგისტრაცია არცერთი კენჭისყრისას გაუვლია და სხდომა ჩაიშალა. კობახიძის განცხადებით, მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას, რომლის შესახებაც პარლამენტარებს მოგვიანებით ეცნობებათ. განხილული კანონპროექტის თანახმად, ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ასეთი ლეგიტიმური მიზნებია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობის და დანაშაულის თავიდან აცილება და ა.შ. გარდა ამისა, მოქმედი კანონით არ იყო განსაზღვრული დანაშაულთა კატეგორიები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ფარული ღონისძიებების განხორციელება, ახლა კი ეს განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG