Accessibility links

logo-print

გაერო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება უარესდება


უკრაინაში გაეროს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში შემაშფოთებლად უარესდება ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება , ხოლო რუსეთის მიერ კონტროლირებულ ყირიმში სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. 16 მაისს გავრცელებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყირიმში თათრების თემი ზეწოლის და ჩაგვრის მსხვერპლია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაეროს ანგარიშს „ობიექტურობა“ აკლია და „ორმაგი სტანდარტებით“ არის სავსე, რაც ადასტურებს, რომ მისი მიზანი კიევის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების დადებითად წარმოჩინებაა.
XS
SM
MD
LG