Accessibility links

logo-print

თბილისში იმართება ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია


თბილისში იმართება ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღდმდეგეების აქცია. რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები ხელმოწერებს აგროვებენ განცხადებაზე, რომლითაც მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების - “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” - ამოღებას. ამ დღეს, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც შარშან ასეთი აქციის თბილისში ჩატარების მცდელობა ძალადობრივად ჩაშალა კონტრაქციამ, რომელსაც სასულიერო პირები მიუძღოდნენ, უფლებადამცველებმა უარი თქვენს წელს ჰომოფობიასთან ბძროლის დღის აღნიშვნაზე. მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის და სამღვდელოების ნაწილმა თბილისში მსვლელობა გამართა - აღნიშნა ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწესა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
XS
SM
MD
LG