Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრევლი ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ


მრევლი ანტიდისკრიმინაციული კანონისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:29 0:00
გადმოწერა
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 17 მაისი, კათოლიკოს-პატგრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ გამოაცხადა. ამის აღსანიშანვად სამღვდელოებამ და მრევლმა 2014 წლის 17 მაისს, თბილისის ქუჩებში აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის გავლით დილის 10 საათზე სამების ეკლესიისკენ დაიძრნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეწინააღმდეგებიან, რადგან, მათი თქმით, ეს ლგბტ პროპაგანდაა.

რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები ხელმოწერებს აგროვებენ განცხადებაზე, რომლითაც მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების - “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” - ამოღებას.

ამ დღეს, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც შარშან ასეთი აქციის თბილისში ჩატარების მცდელობა ძალადობრივად ჩაშალა კონტრაქციამ, რომელსაც სასულიერო პირები მიუძღოდნენ, უფლებადამცველებმა უარი თქვენს წელს ჰომოფობიასთან ბძროლის დღის აღნიშვნაზე.
XS
SM
MD
LG