Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკება


უკრაინაში იმართება მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარების გზებზე სასაუბროდ. ოფიციალური პირების ცნობით, შეხვედრას ამჯერად მასპინძლობს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ხარკოვი. მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი 14 მაისს კიევში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის ყოფილი ლიდერები, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები, მაგრამ არ მონაწილეობდნენ რუსეთის მომხრე სეპარატისტები, რომლებიც შეიარაღებულ ამბოხებას აწარმოებენ აღმოსავლეთ უკრაინაში. მთავრობა მოითხოვს, რომ სეპარატისტებმა ჯერ იარაღი დაყარონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამდე. მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებას ითვალისწინებს ეუთოს მიერ მომზადებული გეგმა, უკრაინაში 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.
XS
SM
MD
LG