Accessibility links

ინდოეთის მომავალი პრემიერი პირობას დებს, რომ ყველა ინდოელის სასიკეთოდ იმუშავებს


ინდოეთში ათასობით მხარდამჭერი დახვდა მომავალ პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის, რომელიც დღეს ჩავიდა დედაქალაქ დელიში, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ. 68 წლის მოდი ინდუისტი ნაციონალისტია, მაგრამ აცხადებს, რომ ყველა ინდოელის ინტერსებზე ზრუნვას შეეცდება. „ამ გამარჯვებისათვის ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვის მილიარდ 200-მილიონიან ხალხს. მეორე - დამსახურება მიუძღვით იმათაც, ვინც 1952 წლიდან ცოცხლობდა იდეით, რომ ყველაფერი გაეღო ამ ქვეყნისათვის. მათ გამო იყო შესაძლებელი ეს გამარჯვება“, - უთხრა მხარდამჭერებს ინდოეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც დელიში ხვდება თავისი „ბარატია ჯანატას პარტიის“ წარმომადგენლებს, მთავრობის შექმნაზე მოსალაპარაკებლად. ინდოეთში არჩევნების წინასწარი შედეგები მიანიშნებს, რომ ნარენდრა მოდის პარტია მარტო, კოალიციის გარეშე მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, რაც ინდოეთში 30 წელია, აღარ მომხდარა. წინასწარი მონაცემებით, „ბარატია ჯანატას პარტიას“ ერგო 278 მანდატი და, სავარაუდოდ, მოიპოვებს კიდევ ოთხს. საპარლამენტო უმრავლესობისათვის 272 მანდატიც საკმარისია.
XS
SM
MD
LG