Accessibility links

logo-print

დარიალის ხეობაში მეწყრის შედეგად დაკარგულად ითვლება, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი


დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგულად ითვლება, სულ ცოტა, 5 ადამიანი. ცნობების თანახმად, შაბათს მეწყერმა, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის მახლობლად ჩამოწვა, 5-მდე ავტომანქანა მოიყოლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს 13 ადამიანი - კერძოდ,"დარიალჰესის" მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან გამოიყვანეს თურქეთის 12 მოქალაქე და მეწყრის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან - ერთი მოქალაქე. ხეობიდან მოხდა მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია. სტიქიური უბედურების ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი-ირაკლი ღარიბაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, სანამ დარიალის ხეობაში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, დადგენილ უნდა იქნეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყრის კერები. სტიქიური უბედურების ადგილას ჩავიდა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც: მისი თქმით მეწყერს არანაირი კავშირი არა აქვს „დარიალჰესის“ მიმდინარე მშენებლობასთან. იუწყებიან ასევე, რომ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ყაზბეგის რაიონში გამართა საგანგებო შტაბის სხდომა და დავალებები მისცა ყველა შესაბამის უწყებას.
XS
SM
MD
LG