Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთში წყალდიდობის გამო ევაკუირებულია ათასობით ადამიანი


ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც რამდენიმე დღეა წყალდიდობა გრძელდება, მაშველებმა შვიდი გვამი იპოვეს ნაწილობრივ წყლით დაფარულ სახლებში. ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა სტიქიურმა უბედურებამ ათობით ქალაქი და სოფელი დააზარალა ბოსნიასა და ცენტრალურ სერბიაში, შეიწირა, სულ ცოტა, 14 ადამიანის სიცოცხლე. ბოსნიელი ოფიციალური პირების მონაცემებით, დაიღუპა, სულ ცოტა, 11 ადამიანი, ხოლო სერბი ოფიციალური პირები სამ დაღუპულზე საუბრობენ. ზოგ რეგიონში წყლის დონემ 2-3 მეტრით აიწია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საუკუნეზე მეტი ხნის პერიოდისთვის. პოლიციელებთან, მეხანძრეებთან და მოხალისეებთან ერთად, ჯარისკაცებიც მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციებში. სტიქიური უბედურებით დაზარალებული რეგიონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
XS
SM
MD
LG