Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სეპარატისტების გარეშე ჩაიარა „ეროვნული დიალოგის“ მეორე რაუნდმა


უკრაინაში გაიმართა „ეროვნული დიალოგის“ მეორე რაუნდი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარების გზებზე სასაუბროდ. მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებას, რომელიც 17 მაისს ქალაქ ხარკოვში ჩატარდა, არ დასწრებიან სეპარატისტების ლიდერები. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოლაპარაკების მონაწილეებს უთხრა, რომ მისი მთავრობა მზად არის, ფართო უფლებამოსილება მიანიჭოს რეგიონულ ადმინისტრაციებს, მაგრამ არასოდეს დაუშვებს ქვეყნის დანაწევრებას. მრგვალ მაგიდასთან მოლაპარაკებას ითვალისწინებს ეუთოს მიერ მომზადებული გეგმა, უკრაინაში 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.
XS
SM
MD
LG