Accessibility links

logo-print

ყირიმელმა თათრებმა გააუქმეს დეპორტაციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავი ცერემონია


ყირიმელი თათრების ლიდერებმა გააუქმეს სტალინური დეპორტაციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავი ცერემონია. ყირიმელი თათრების მთავარმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, მეჯლისმა ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა 17 მაისს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ყირიმის დე ფაქტო ლიდერმა 6 ივნისამდე აკრძალა ყოველგვარი საზოგადოებრივი თავშეყრის გამართვა. რუსეთმა მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია. მეჯლისის განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა, ყირიმელ თათრებს აუწყებენ, რომ სიმფეროპოლში აღარ გაიმართება 18 მაისისთვის დანიშნული მასობრივი შეკრებები. ამის ნაცვლად, ყირიმელ თათრებს მოუწოდებენ რელიგიურ ცენტრებსა და სხვა ადგილებში შეკრებისაკენ. ჩვეულებრივ, ათიათასობით ადამიანი იკრიბება ხოლმე სიმფეროპოლში, 1944 წლის 18 მაისს ყირიმელი თათრების დეპორტაციის დაწყების წლისთავის აღსანიშნავად. 200 ათასზე მეტი დეპორტირებულიდან ბევრი გზაშივე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG