Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დასრულდა მაღაროში დარჩენილების ძებნა


თურქეთში დასრულდა სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის მაღაროში, 13 მაისს მომხდარი აფეთქების შემდეგ. 17 მაისს იპოვეს ბოლო ორი მაღაროელის გვამები, რის შედეგადაც 301-მდე გაიზარდა დაღუპულების რიცხვი. დასავლეთ თურქეთის ქალაქ სომის მაღაროში 13 მაისს მომხდარ აფეთქებას თურქეთის ისტორიაში ამ ტიპის უმძიმეს ავარიას უწოდებენ. თურქეთის რამდენიმე ქალაქში მწვავე საპროტესტო აქციებზე გააკრიტიკეს ავარიასთან მიმართებით მთავრობის მოქმედება. 16 მაისს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა სომაში ასობით დემონსტრანტის დასაშლელად.
XS
SM
MD
LG