Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში შეჩერებულია საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ მუშაობა


საქართველოს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო შეჩერებულია საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ მუშაობა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შემოსავლების სამსახური თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში განმარტავს, რომ მეწყერმა მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ისე შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგის" მებაჟეებს, საზღვრის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებსა და მოქალაქეებს. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოხდა მათი ევაკუაცია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
XS
SM
MD
LG