Accessibility links

logo-print

ყირიმელი თათრები აღნიშნავენ დეპორტაციის 70-ე წლისთავს


ყირიმელი თათრები აღნიშნავენ სტალინური დეპორტაციის 70-ე წლისთავს. ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში ყვავილებით შეამკეს მსხვერპლის მემორიალები. როგორც იუწყებიან, სულ 100-მდე კაცი შეიკრიბა მემორიალის წინ სიმფეროპოლის მთავარ ვაგზალთან. ჩვეულებრივ, ათიათასობით ადამიანი იყრის თავს 18 მაისს, 1944 წელს სტალინის დავალებით ყირიმელი თათრების დეპორტაციის დაწყების მორიგი წლისთავის აღსანიშნავად. 200 000-მდე დეპორტირებულიდან ბევრი ჯერ კიდევ გზაში დაიღუპა. მაგრამ წელს ყირიმელი თათრების მთავარმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, მეჯლისმა გააუქმა მასშტაბური აქცია და თათრებს მოუწოდა რელიგიურ ცენტრებსა და სხვა ადგილებში შეკრებისაკენ. ამ ნაბიჯის მიზეზია ყირიმის დე ფაქტო ლიდერების მიერ 6 ივნისამდე ყოველგვარი საჯარო შეკრების აკრძალვა - თითქოს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის გამო. რუსეთმა წელს, მარტში განახორციელა უკრაინისაგან ყირიმის ანექსია.
XS
SM
MD
LG