Accessibility links

logo-print

ირანი შესაძლებლად მიიჩნევს ბირთვულ პროგრამაზე უცხოეთთან შეთანხმებას


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, ჯერ კიდევ „შესაძლებელია“ ბირთვულ პროგრამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევა. ზარიფი ამ შეფასებას გამოთქვამს სოციალურ ქსელ "ტვიტერით". 16 მაისს ვენაში დასრულდა ირანის და ექვსეულის - აშშ-ის, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის - მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი. მოლაპარაკება მომავალ თვეში განახლდება. მხარეების მიზანია შეთანხმება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, რის სანაცლოდაც გაუქმდება ირანის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციები.
XS
SM
MD
LG