Accessibility links

logo-print

უკრაინის საარჩევნო კომისია: საპრეზიდენტო არჩევნებს შესაძლოა, საფრთხე შეექმნას


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოთქვამს შეშფოთებას, რომ 25 მაისს შესაძლოა ვერ ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ამბოხება გრძელდება. კომისიის განცხადებით, ის ვერ ემზადება არჩევნებისათვის ამ რეგიონში მუქარისა და სეპარატისტების „უკანონო მოქმედების გამო“. საარჩევნო კომისია კიევს მოუწოდებს უსაფრთხოების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფისაკენ. ამ მოწოდების ფონს ქმნის უკრაინაში „ეროვნული ერთობის“ საკითხზე მრგვალ მაგიდასთან დიალოგის მეორე რაუნდი, რომელიც შაბათს გაიმართა ქალაქ ხარკოვში. დიალოგი იმართება ეუთოს მიერ მომზადებული გეგმით, უკრაინაში კრიზისის განმუხტვის ხელშესაწყობად. მოლაპარაკებაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი პოლიტიკოსების ფართო სპექტრი, რუსეთის მომხრეების ჩათვლით. მაგრამ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ სეპარატისტების ლიდერები.
XS
SM
MD
LG