Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი „სპეკულაციას“ უწოდებს ვარაუდს, რომ მეწყერი შესაძლოა, ჰესის მშენებლობას უკავშირდებოდეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დარიალის ხეობაში შაბათს ჩამოწოლილ მეწყერს არაფერი აქვს საერთო "დარიალჰესის" მშენებლობასთან. ამ საკითხს ღარიბაშვილი შეეხო კვირას სამეგრელოში, ხობისწყალზე ახალი ჰესის მშენებლობის პროექტის გახსნისას: „აღნიშნული ფაქტი არაფრით არ უკავშირდება იქ არსებულ ჰესს. ეს იყო რაღაც გაურკვეველი სპეკულაცია, რომელიც გუშინ წამოიწყო გარკვეულმა ჯგუფმა. ეს, დაახლოებით, 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა დარიალის ჰესიდან. და სწორედ ჰესის გვირაბმა მოახდინა წყლის ნაკადის გატარება და ჩვენ ავცდით კიდევ უფრო დიდ კატასტროფას“, განაცხადა ღარიბაშვილმა სამეგრელოში ვიზიტისას. მას არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობს „გარკვეული ჯგუფით“, რომელმაც, მისი თქმით, მეწყრის მიზეზებზე სპეკულაცია წამოიწყო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი ენერგორესურსები.
XS
SM
MD
LG