Accessibility links

logo-print

ჩინეთს ვიეტნამიდან გაჰყავს 3000-მდე მოქალაქე ანტიჩინური გამოსვლების გამო


ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ვიეტნამიდან გაჰყავთ 3000-მდე ჩინელი, ძალადობრივი ანტიჩინური გამოსვლების შემდეგ. ვიეტნამში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია პეკინის გადაწყვეტილებამ, ნავთობის მოსაპოვებელი სადგური აღმართოს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ვიეტნამთან სადავო მონაკვეთში. ვიეტნამელ დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას დაიღუპა ორი და დაშავდა 100-ზე მეტი ჩინელი მუშა. „სინხუას“ ცნობით, პეკინი ხუთ ხომალდს აგზავნის ვიეტნამიდან ევაკუაციის დასაჩქარებლად.
XS
SM
MD
LG