Accessibility links

logo-print

ყირიმელი თათრების ლიდერი გამოთქვამს რწმენას, რომ ყირიმი ოკუპანტებისაგან გათავისუფლდება


ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი, რომელსაც ყირიმის დე ფაქტო ლიდერებმა აუკრძალეს ნახევარკუნძულზე დაბრუნება, გამოთქვამს რწმენას, რომ ყირიმი „ოკუპანტებისაგან გათავისუფლდება“ და კლავ გახდება უკრაინის ნაწილი. ჯემილევმა ამ საკითხზე ისაუბა კიევში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მაშინ, როცა ყირიმელი თათრები აღნიშნავენ სტალინური დეპორტაციის დაწყების 70-ე წლისთავს. ბოლო წლებისაგან განსხვავებით, ამჯერად ყირიმში არ იმართება მასშტაბური აქცია, რადგან ყირიმის დე ფაქტო ლიდერებმა დროებით აკრძალეს ყოველგვარი საზოგადოებრივი შეკრება. ჯემილევმა ყირიმში შექმნილი ვითარება საბჭოთა პერიოდს შეადარა: „წელს დაახლოებით იგივე ხდება, რაც საბჭოთა რეჟიმის დროს ხდებოდა - დღეს გააუქმეს წლისთავთან დაკავშირებით ყველა ღონისძიება“. 1944 წელს 18 მაისს სტალინის რეჟიმის გადაწყვეტილებით დაიწყო ყირიმელი თათრების დეპორტაცია. 200 000-მდე დეპორტირებულიდან ბევრი გზაშივე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG