Accessibility links

დონეცკელი სეპარატისტები აპირებენ სექტემბერში "საპარლამენტო არჩევნების" ჩატარებას


უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტები აპირებენ დონეცკის ოლქში სექტემბერში „საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებას. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა, დენის პუშილინმა 18 მაისს ქალაქ დონეცკში, ლენინის მოედანზე შეკრებილ 1000-მდე ადამიანს უთხრა, რომ არჩევნები 18 სექტემბერს ჩატარდება და დღეს ლენინის მოედანზე მისული ყველა მოქალაქე იქნება ჩართული ამ არჩევნებში. პუშილინს არ განუმარტავს, თუ რა სახის ჩართულობას გულისმხობს. იუწყებიან ასევე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სლავიანსკის მანხლობლად წუხელ ბრძოლები მიმდინარეობდა. რუსეთის მედია სეპარატისტი მეომრებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათ რიგებში არის მსხვერპლი - რამდენიმე დაღუპული. ხოლო უკრაინის საინფორმაციო სააგენტო "უნიანის" ცნობით, დაიჭრა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, არსენ ავაკოვის მონაცემებით, მოკლულია ერთი „ტერორისტი“.
XS
SM
MD
LG