Accessibility links

logo-print

დარიალის ხეობაში გადაადგილება შეიზღუდა


დარიალის ხეობაში, სადაც შაბათს მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება შეიზღუდა. ამის მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ასახელებს მყინვარწვერზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონას. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მყინვარწვერზე დარჩენილია მოუწყვეტელი მეწყრის ნაწილი, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია როგორც ტრანსპორტის, ისე მოქალაქეებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ალექსანდრე ჭიკაიძე შაბათიდან იმყოფება ყაზბეგის რაიონში. მისი მონაცემებით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება შვიდი ადამიანი. ჭიკაიძე აღნიშნავს აგრეთვე, რომ ინტენსიურად მიდის გაწმენდითი სამუშაობი, რომელთა 70% უკვე დასრულებულია. ჭიკაიძე 17 მაისს დაინიშნა მეწყრის ჩამოწოლის გამო შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად.
XS
SM
MD
LG