Accessibility links

logo-print

ბალკანეთში მეწყრები ამძიმებს წყალდიდობით გამოწვეულ კრიზისს


ბოსნიასა და სერბიაში წყალდიდობების გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მდგომარეობას ამძიმებს წყალდიდობებით გამოწვეულ მეწყრებთან დაკავშირებული საფრთხე. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 18 მაისს გამოაცხადა, რომ ბალკანეთში უკვე რამდენიმედღიანმა წყალდიდობებმა შეიწირა 44 ადამიანი - 16 სერბიაში, 27 ბოსნიაში და ერთი - ხორვატიაში. ბელგრადში კვლავ იზრდება წყლის დონე მდინარეში, რომელიც დასავლეთით, ბოსნიისაკენ მიედინება. ბოსნიაში ამავე დროს არსებობს საფრთხე, რომელიც უკავშირდება გასული საუკუნის 90-ანი წლების ომიდან შემორჩენილ სახმელეთო ნაღმებს. შიშობენ, რომ ნაღმები მიწის ზედაპირზე აღმოჩნდება და თან წყალი წაიღებს ნაღმების შესახებ გამაფრთხილებელ დაფებს.
XS
SM
MD
LG