Accessibility links

logo-print

კრამატორსკთან დააკავეს რუსი ჟურნალისტები


უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კრამატორსკთან დააკავეს უცნობი პირები, რომლებიც თავს რუს ჟურნლისტებად წარმოადგენენ: „დაკავებული არიან უცნობი პირები, რომლებიც წარმოგვიდგნენ, როგორც ჟურნალისტები და რუსეთის მოქალაქეები. ისინი ამოცნობისთვის გადავეცით სამართალდამცავ ორგანოებს“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მანამდე ზოგიერთი მედია-საშუალება იუწყებოდა, რომ კრამატორსკის ახლოს დააკავეს ტელეარხ „ლაიფ ნიუსის“ ჟურნალისტები ოლეგ სიდიაკინი და მარატ საიჩენკო. იმავე დღეს „ლაიფ ნიუსის“ მფლობელი ჰოლდინგის - „ნიუს მედიის“ ხელმძღვანელობამ ჟურნალისტების გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას. სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დმიტრი ტიმჩუკმა თავის „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა, რომ ანტიტერორისტული მოქმედებების დროს კრამატორსკთან რამდენიმე ბოევიკი დააკავეს: „ორმა მათგანმა ჟურნალისტად წარმოადგინა თავი. მათ ჰქონდათ ტელეკამერა და იღებდნენ უკრაინელი ძალოვნების პოზიციაზე შეტევისთვის მზადებას“, - წერს ტიმჩუკი.
XS
SM
MD
LG