Accessibility links

logo-print

რასმუსენი პრესკონფერენციას გამართავს უკრაინის საკითხზე


19 მაისს ნატოს შტაბბინაში დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე უკრაინის კრიზისზე ილაპარაკებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ნატომ დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. სამხედრო ალიანსმა მოსკოვი დაადანაშაულა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციის თვალსაზრისით უმოქმედობაში. უკრაინაში კრიზისს რასმუსენმა უწოდა „თამაშის შემცვლელი“ ფაქტორი და რუსეთი მტრულ მოქმედებაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG