Accessibility links

logo-print

ლიბიის მთავრობა უგულებელყოფს ხალიფა ჰაფტარის განცხადებას


ლიბიის არმიის განდგომილმა გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა განაცხადა, რომ 18 მაისს მისი ერთგული შეიარაღებული პირები ლიბიის პარლამენტში შეიჭრნენ იმისათვის, რომ ქვეყნის მმართველობიდან ჩამოეცილებინათ რადიკალი ისლამისტები. ხალიფა ჰაფტარი თვლის, რომ ეს არ არის სახელმწიფო გადატრიალება. გადამდგარი გენერლის აზრით, პარლამენტი არალეგიტიმურია და მან ძალაუფლება უნდა გადასცეს 60-წევრიან უწყებას, რომელიც ბოლო დროს ლიბიის კონსტიტუციის შესაცვლელად იყო არჩეული. 19 მაისს დილით ლიბიის დროებითმა მთავრობამ დაგმო პარლამენტზე თავდასხმა და განაცხადა, რომ ის უგულებელყოფს გენერლის ჯგუფის განცხადებას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ 18 მაისს მომხდარი ლიბიის მეტად დანაწევრების საფრთხეს ქმნის.
XS
SM
MD
LG