Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიელებმა უარი თქვეს მინიმალური ანაზღაურების დაწესებაზე


შვეიცარიის ამომრჩეველმა რეფერენდუმის საშუალებით უარი თქვა ქვეყანაში მინიმალური ანაზღაურების დაწესებაზე. გეგმის მიხედვით, შვეიცარიაში მინიმალური ანაზღაურება იქნებოდა ყველაზე მაღალი მსოფლიოში და გაუტოლდებოდა საათში 22 შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით, 25 აშშ დოლარს). ზღვრის დაწესების მომხრეები თვლიდნენ, რომ ცვლილება აუცილებელი იყო შვეიცარიელებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. მინიმალური ანაზღაურების დაწესების მოწინააღმდეგეები კი შიშობდნენ, რომ ეს ფასებისა და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევდა. მინიმალური ანაზღაურების დაწესებაზე უარი თქვა რეფერენდუმში მონაწილეთა 76%-მა. შვეიცარიის ბიზნესის ფედერაციამ განაცხადა, რომ ცვლილება განსაკუთრებით დააზარალებდა დაბალანაზღაურებად დასაქმებულებს. კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე მინიმალური ანაზღაურების დაწესება იყო ყველაზე აქტუალური საკითხი შვეიცარიელებისთვის. მოქალაქეებმა მხარი არ დაუჭირეს აგრეთვე შვეიცარიის მიერ შვედეთში წარმოებული 22 სამხედრო თვითმფრინავის ყიდვას. ამომრჩეველთა 63%-მა დაუჭირა მხარი პედოფილიისთვის მსჯავრდებულებისთვის ბავშვებთან მუშაობის უფლების სამუდამოდ აკრძალვის ინიციატივას.
XS
SM
MD
LG