Accessibility links

სეპარატისტთა თავდასხმას უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა პრორუსული შეიარაღებული სეპარატისტების მიერ სამხედრო საგუშაგოსთვის ცეცხლის დაშენის შედეგად. ინციდენტი სლოვიანსკთან მოხდა, 19 მაისს. ცნობით, სამი სხვა ჯარისკაცი დაიჭრა. სამინისტრო იტყობინება, რომ თავდასხმა დაიწყო საბავშვო ბაღიდან და ბრალად სდებს მეამბოხეებს, რომ ისინი შეეცადნენ სამხედროების პროვოცირებას, გაენადგურებინათ საბავშვო ბაღი. უკრაინის სამხედროებმა პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ აპრილის შუაში დაიწყეს იერიში, თუმცა ვერ მოახერხეს მათი განდევნა ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან, სადაც ისინი არიან გამაგრებული.
XS
SM
MD
LG