Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში დაღუპულია ერთი ადამიანი და დაკარგულად ითვლება 7


ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაკარგულად ითვლება ამ დროისთვის ბოლო, ოფიციალური ინფორმაციით, დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად. მეწყრის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მაშველებმა ამოიყვანეს, მძიმე ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 18 მაისს თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქე იყო. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, დაკარგულთა მოსაძებნად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომელსაც წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყრის დიდი მასა ართულებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უამინდობის გამო დროებით შეჩერებული სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდა. სტიქიის ზონაზე დაკვირვებას აწარმოებენ სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი გეოლოგები, მაშველები და მესაზღვრეები, რომლებსაც მუდმივი კონტაქტი აქვთ სტეფანწმინდაში მდებარე სამაშველო შტაბთან.
XS
SM
MD
LG