Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო: დარიალის ხეობაში მეწყერს კავშირი არა აქვს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან


დარიალის ხეობაში მეწყრის მიზეზად სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში ისტორიული მყინვარული ღვარცოფის გააქტიურებას ასახელებს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეწყერმა გადაკეტა თერგის ხეობა, ჩახერგა გზა და სატრანსპორტო კავშირს მოსწყვიტა საქართველო-რუსეთის სასაზღვრო მონაკვეთი. „სპეციალისტების შეფასებით, ტრაგედია გამოიწვია მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე დევდარაკის მყინვარის ფენების ინტენსიურმა მოძრაობამ, რასაც ეკოლოგიური კატასტროფა მოჰყვა 2002 და 2007 წლებშიც“ - ნათქვამია ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში. მისი განმარტებით, მეწყერს არანაირი კავშირი არ აქვს დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან, რადგან ეს ორი ზონა გეოლოგიურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და 20 კილომეტრითაა დაშორებული.
XS
SM
MD
LG