Accessibility links

logo-print

დარიალის ხეობაში გრძელდება სამაშველო და ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები


სამაშველო და ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება დარიალის ხეობაში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაკარგულად ითვლება 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად. მეწყერში მოყოლილი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც 18 მაისს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, უკრაინის მოქალაქე იყო. სტიქიის ზონაზე დაკვირვებას აწარმოებენ სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი გეოლოგები, მაშველები და მესაზღვრეები, რომლებსაც მუდმივი კონტაქტი აქვთ სტეფანწმინდაში მდებარე სამაშველო შტაბთან.
XS
SM
MD
LG