Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა უსაფრთხოების სრულიად ახალი ვითარების წინაშეა


ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფრენცია გამართა ბრიუსელში. ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთის „აგრესია“ უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს გამოწვევას ფუნდამენტური იდეისთვის: "ყველა სუვერენული სახელმწიფოს უფლებისთვის, თვითონ აირჩიოს საკუთარ გზა“. რასმუსენის თქმით, ევროპა უსაფრთხოების სრულიად ახალი ვითარების წინაშეა, რომელიც ნაკლებადაა პროგნოზირებადი და მეტად საშიში. რასმუსენის თანახმად, ალიანსმა, სამწუხაროდ ვერ იხილა დასტური იმისა, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი ჯარის გაყვანა უკრაინის საზღვრის რეგიონიდან. ნატოს გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, რომ დაიზარდოს თავდაცვის ხარჯები და დასძინა: ჩვენი უსაფრთხოება ჩვენი კეთილდღეობის საძირკველიაო.
XS
SM
MD
LG