Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინაში რუსეთმა „უფრო კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს“.


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სტაბილურობის ნაკლებობა „პრობლემაა“ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. რასმუსენის თანახმად, სწორედ ამის გამო აფრთხილებს ნატო სეპარატისტულ დაჯგუფებებს, შეწყვიტონ „უკანონო ქმედებები“ და კენჭისყრას ნორმალურად ჩატარების საშუალება მისცენ. რასმუსენის თქმით, რუსეთმა ამ პროცესში „უფრო კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს“. ვფიქრობ, განაცხადა რასმუსენმა, რუსეთმა უნდა აჩვენოს ცხადი ნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ მისი შედეგი უკრაინის ხალხის ნება გამოხატულებად იქნეს მიჩნეული“.
XS
SM
MD
LG