Accessibility links

სერბიის და ბოსნიის ხელისუფლებმა საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით მიმართეს


სერბიის და ბოსნიის ხელისუფლებმა მიმართეს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდაჭერა აღმოუჩინონ სამაშველო ოპერაციებში, რომლებიც მიმდინარეობს ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რეგინებში. წყლის დონემ ბევრგან იკლო, მაგრამ მოსახლეობისთვის საშიშროება არ შემცირებულა. განგაშის საფუძველია მეწყრის საშიშროება და წყლის ზედაპირზე საომარი მოქმედებების დროს აუფეთქებელი ჭურვების გამოჩენა. სერბიაში არ განელებულა ქვეყნის უდიდესი ელექტროსადგურის დატბორვის საშიშროება. სერბიის პრემიერის, ალექსანდრ ვუჩიჩის თანახმად, სულ დაღუპულთა რიცხვი ბალკანეთში, 44-ია. მათგან სერბიაში 16 ადამიანი დაიხოცა, ბოსნიაში 27, ხოლო ხორვატიაში ერთი.
XS
SM
MD
LG