Accessibility links

logo-print

32 პრორუსული სეპარატისტის სიკვდილის ადგილზე ოდესაში ქლოროფორმი ნახეს


უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლის თანახმად, 32 პრორუსული სეპარატისტი, რომლებიც ოდესაში დაიღუპნენ, ორ მაისს, შეიძლება ქლოროფორმით მოიწამლნენ, სანამ ცეცხლში დაიხოცებოდნენ. უკრაინის გენერალური საგამოძიებო დირექტორატის ხელმძღვანელის, ვიტალი საკალის თანახმად, ოდესის პროფკავშირების შენობაში ქლოროფორმი ნახეს. ამ ნივთიერების შესუნთქვა სუნთქვის შეჩერებას იწვევს. ოდესაში პრორუსულ სეპარატისტებსა და პროუკრაინულ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შედეგად პროფკავშირების შენობაში ცეცხლი გაჩნდა. შენობაში მყოფი 32 ადამიანი დაიხოცა. სულ ორი მასის შეტაკებების დროს ოდესაში 48 ადამიანი დაიხოცა, 250 დაშავდა.
XS
SM
MD
LG