Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას


საქართველოს მთავრობა იწყებს განხორციელებას 46-მილიონლარიანი პროგრამისა "აწარმოე საქართველოში". თბილისში, პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ მთავრობის წევრები და ბიზნესმენები. „ეს არის ძალიან ოპტიმისტური, რეალისტური და საინტერესო პროექტი. ჩვენ ბიზნესს შეღავათიან პირობებს ვთავაზობთ და მეწარმეს სესხზე გადასახდელი ექნება გარკვეულ შემთხვევაში მხოლოდ ერთი პროცენტი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თუ მეწარმე ბანკიდან აიღებს სესხს, პირობითად, 13 პროცენტად, სახელმწიფო მას დაუფინანსებს 10 პროცენტს, დანარჩენ 3 პროცენტს კი მეწარმე თავად გადაიხდის. პროგრამის განმახორციელებლები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროგრამის მიზანია, საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.
XS
SM
MD
LG