Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა კიბერჯაშუშობისათვის ხუთი ჩინელი სამხედრო დაადანაშაულა


აშშ-მა ხუთი ჩინელი სამხედრო მაღალჩინოსანი დაადანაშაულა ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ კიბერჯაშუშობისათვის. „ვაშინგტონ პოსტისა“ და სხვა მედიასაშუალების ცნობით, ხუთივე მაღალჩინოსანი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის წევრია. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდება პირველია და იგი გაფრთხილებად უნდა იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ბრალდებას „შეთითხნილი“ უწოდა და დაამატა, რომ „აშშ-ის მიერ ჩინეთის მოხელეების დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულია.“ უსაფრთხოების ფირმა მანდიანტმა 2013 წლის თებერვალში გაავრცელა ანგარიში, რომლის თანახმად ჩინეთის სამხედრო უწყებაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საზღვარგარეთ ინტელექტუალური საკუთრებისა და სამთავრობო საიდუმლოების მოპარვაზე მუშაობას. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ესწრაფვის ჩინეთთან ნაყოფიერ თანამშრომლობას და სურს თავიდან აიცილოს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლოების შემდგომი გაჟონვა.
XS
SM
MD
LG