Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენოციდში დადანაშაულებული რატკო მლადიჩის ადვოკატები დაცვის მასალებს აქვეყნებენ


ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერის რატკო მლადიჩის ადვოკატებმა 19 მაისს მათი კლიენტის დაცვა დაიწყეს ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალზე. მლადიჩს ბრალი ედება 11 დანაშაულში, მათ შორის - 1992-95 წლების ბოსნიის ომის დროს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენასა და გენოციდში. მლადიჩის ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მლადიჩისთვის წარდგენილ ყველაზე სერიოზულ ბრალდებას, მაგალითად - გენოციდში მის მონაწილეობას დაადასტურებდა. ადვოკატმა მილოდრაჟ სტოიანოვიჩმა სასამართლოს წარუდგინა სარაევოს სამხედრო ოპერაციის მეთაურის მილე სლადოის 7 გვერდიანი ჩვენება, რომელშიც სამხედრო პირი აცხადებს, რომ „1992-1995 წლების ომის დროს, მისი სარდლისაგან არასოდეს მიუღია ბოსნიის ალყაშემორტყმულ დედაქალაქ სარაევოზე სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის ბრძანება.“ მლადიჩი 2011 წლის მაისში დააკავეს და გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს. სასამართლო მის საქმეზე 2012 წლის მაისში დაიწყო და ბრალდების ნაწილი მომავალი წლის თებერვალში დასრულდა.
XS
SM
MD
LG